პუტინის განკარგულებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალათ, რომ უზრუნველყონ მშვიდობის დაცვა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებში. ამის შესახებ ნათქვამია განკარგულებებში, რომელიც თითქოსდა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ხალხის ნების საფუძველზე, მათ დამოუკიდებლობას აღიარებს.
ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დაიწყოს მოლპარაკაებები დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრმლობის დამყარების და ურთიერთდახმარების შესახებ.
პუტინის განკარგულება 21 თებერვლით თარიღდება, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.