აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ბრიფინგი გამართა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააანონსა. ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესდა ორ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას VEB-სა და „პრომსვიაზბანკს“, რომელიც რუსი სამხედროების ბანკის სახელითაა ცნობილი.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებით, სანქციების პირველივე ტალღაში მოჰყვებიან რუსული ფინანსური ინსტიტუტები, სანქცია შეეხება რუსეთის საგარეო ვალს, რის შემდეგაც რუსეთი დასავლეთის ფინანსური ბაზრიდან ფინანსებს ვეღარ მიიღებს, ასევე სანქციები შეეხება რუსულ ელიტას და მათ ოჯახებს.
ბაიდენის თქმით, პუტინის ბოლო მოქმედებები იყო უკრაინაში შეჭრის დაწყება, ამიტომ შეერთებულმა შტატებმაც დაიწყო საპასუხო მოქმედებები.