ლუკაშენკამ შეიარაღებულ ძალებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა

პუბლიკა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსეი ლუკაშენკამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა. ოფიციალური წყაროს ცნობით, შეხვედრა დამოუკიდებლობის სასახლეში ერთ საათში დაიწყება.

პუტინმა უკრაინისადმი ომის გამოცხადების შემდეგ საჰაერო იერიშთან ერთად სახმელეთო შეტევაც წამოიწყო.

„დილის 05:00 საათიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გახდა შეტევის სამიზნე რუსი ჯარისკაცების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახური.

უწყების მტკიცებით, იერიშები მიმდინარეობს ლუჰანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰოვისა და ჟიტომირის რეგიონებში, ასევე ყირიმის ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან. შეტევის სამიზნე უკრაინის სასაზღვრო დაცვაა. დღეს დილიდან რუსეთმა დაიწყო საჰაერო იერიშები არაერთი ქალაქის მიმართულებით, მათ შორის, აფეთქებები ისმის კიევშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ერჩოლებოდი ზელენსკიმ ხალხს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.