ფოტო: რუსეთის ომი უკრაინაში - დღე 1

პუბლიკა

გაფრთხილება: ფოტომასალა შეიცავს მძიმე კადრებს

სოციალურ ქსელებში და უცხური მედიით ვრცელდება უკრაინაში რუსული აგრესიის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები. რუსული აგრესიის შედეგად ამ დროისთვის 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და დაახლოებით 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ინფორმაციას ოფიციალური კიევი ავრცელებს. კიევი ირწმუნება, რომ მსხვერპლი ბევრად მეტია რუსულ არმიაში.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.