რუსული არტილერიის ნასროლი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა და 1 ბავშვი დაიღუპა - მედია

პუბლიკა

უკრაინული გამოცემის The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, რუსული არტილერიის ნასროლი ჭურვი კიევის ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, ორი ბავშვი და ორი ზრდასრული პირი კი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, ქალაქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან იბომბება.