უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს. ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციითვე, მათ სასწრაფოს მანქანა დაცხრილეს და ტყვია დაუშინეს ხარკოვში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ვენედიკტოვას განცხადებით, უკრაინის პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები განაგრძობენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებასა და აღრიცხვას. პროკურორის ცნობით, აშშ თანახმაა, უკრაინაში გაგზავნოს ექსპერტები, ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.