ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფენ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობას SWIFT-იდან ჩახსნას.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-დან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტიანად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.