ევროკომისართან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განვიხილე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან“. – წერს ტვიტერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, განიხილეს უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები.