„პროვოკაციების პრევენცია“ - დღეს პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი ავრცელებს განცხადებას, რომ დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

მათივე ცნობით, ეს შეზღუდული რეჟიმი მედიის წარმომადგენლებს არ შეეხებათ.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 12 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.