დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე ჩაეხსნება

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მსგავსად რუსეთიდან ნავთობის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც ჯონსონმა თქვა, რუსულ ნავთობს ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე ჩაეხსნება. BBC წერს, რომ ამ გარდამავალი პერიოდით ბრიტანეთს მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანამ ჩაანაცვლოს რუსეთის ნავთობი.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.