ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20, გამოჯანმრთელდა 3 198 პაციენტი. ჩატარდა 13 873 ტესტი, 10 859 ანტიგენის და 3 014 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.83% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.57%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
თბილისი – 718 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 109, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 35 536 შემთხვევაა, საიდანაც 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პაციენტი, 33 841 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.