„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნა. მათი დიდი ნაწილი ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს და მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ. ცხინვალიდან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა გათვლებით, უკრაინაში საომარ ზონაში ოკუპირებული ცხინვალიდან 400-დან 800-მდე ჯარისკაცი გაემგზავრა.
Confirmed: Russian units from the 4th Guards occupation base in Tskhinvali are leaving the region through the Roki tunnel and heading to fight in Ukraine. In addition to Russia’s 58th Army units, volunteers from the so-called South Ossetia are reportedly also leaving for Ukraine. https://t.co/mcKtpE79yQ pic.twitter.com/tybMpUdhXN
— Visioner (@visionergeo) March 16, 2022
დე ფაქტო მაღალჩინოსნები ამ ინფორმაციაზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამხედროების უკრაინაში გაგზავნის ფაქტით ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეშფოთებულია.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე ფაქტო ლიდერები საქართველოს მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობენ. 15 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ძალოვანი უწყებების ე.წ. მინისტრებს, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა. ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას, ამიტომ ფხიზლად უნდა იყვნენ.