რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნა

პუბლიკა

„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნა. მათი დიდი ნაწილი  ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს და მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ. ცხინვალიდან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა გათვლებით, უკრაინაში საომარ ზონაში ოკუპირებული ცხინვალიდან 400-დან 800-მდე ჯარისკაცი გაემგზავრა.


დე ფაქტო მაღალჩინოსნები ამ ინფორმაციაზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამხედროების უკრაინაში გაგზავნის ფაქტით ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეშფოთებულია.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე ფაქტო ლიდერები საქართველოს მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობენ. 15 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ძალოვანი უწყებების ე.წ. მინისტრებს, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა. ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას, ამიტომ ფხიზლად უნდა იყვნენ.

LB loan image desktop LB loan image mobile