შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უწყების 2021 წლის ანგარიში წარუდგინა.
წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 31%-ით შემცირებულია.
ბექა ფერაძის თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით 2021 წელს განხორციელდა 1074 ინსპექტირება – 446 ობიექტზე.
„შრომის ინსპექციის სამსახურს 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. ამ მიმართულებით, ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე, ჯამში, 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შეეხო 15000 მდე დასაქმებულ პირს.
2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა 58 830 აქტივობა 13 612 ობიექტზე, მათ შორის იყო კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, შრომის ინსპექციის სამსახური, ოფიციალურად გახდა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.