მდინარაძე: რაც პოლიტიკაში ვარ, ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია - ტრუსკავეცზე

პუბლიკა

„რაც მე პოლიტიკაში ვარ და ზოგადად, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია, იცით თქვენ ამაზე, ტრუსკავეცთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს ამაზე საუბრის დრო არაა, მოვა დრო და ვილაპარაკებ, საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია. და ამას დღეს მე შემთხვევით არ ვამბობ, ჩემით ხომ არ მომაფიქრდებოდა ან დამესიზმრებოდა? ალბათ ამაზე ყველა დამემოწმებით”, – ამბობს ის.

მამუკა მდინარაძე 1 ოქტომბერს ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი  არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.