უკრაინული მედიის ცნობით რუსული კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა. მედია ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველზე, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
– Вы будете смеяться, но…Чернобаевка-15.
Склады с боеприпасами 22-го армейского корпуса (Крым) уничтожены.
Плюс – флагман Черноморского флота РФ крейсер «Москва» произвёл отрицательное всплытие в районе того острова, где его послали на йух.
Где «Москва»? «Она утонула». pic.twitter.com/dQmjySGVqV
— Arestovych (@arestovych) April 14, 2022
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში რუსული ზღვის ფლოტის კრეისერი „მოსკვა“ იწვოდა. მედიის ცნობით, გემს უკრაინელებმა ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.
ხომალდზე ცეცხლი გაჩენის ფაქტი გუშინვე დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, კრეისერზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ცეცხლი გაჩნდა. „ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ”, – წერდა რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.