კობახიძე კითხვარის გასაჯაროებაზე: არ ვიცით, სტანდარტი როგორია, პრემიერთან გვექნება მსჯელობა

პუბლიკა

ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროების მოთხოვნაზე მმართველ პარტიას პასუხი კვლავ არ აქვს. გასაჯაროებაზე დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ დღესაც იგივე უპასუხა, ამბობს, რომ არ იციან, როგორია სტანდარტი გასაჯაროების ნაწილში და კონსულტაციას გაივლიან ევროკავშირთან.

„კითხვარი შეივსება სათანადო წესით, რაც შეეხება ენმ-ის მონაწილეობას, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. ეს ძალა აჩვენებს, რომ არ არის დაინტერესებული საქართველოს ინტეგრაციით ევროკავშირში. როგორ წარმოგიდგენიათ მათი მონაწილეობა.

სალომე ზურაბიშვილის ციტირებას მოვახდენ, ვინც დადის და ძირს უთხრის, ის არ უნდა იყოს კითხვარის შევსებაში ჩართული, ვინც არ დადის და არ უთხრის, ის იქნება ჩართული.

გასაჯაროებას რაც შეეხება, ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება. არ ვიცით, სტანდარტი როგორია და გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. პრემიერი წარმართავს პროცესზე და ერთად გვექნება მსჯელობა, ის არის ხელმძღვანელი ამ პროცესის“, – განაცხადა კობახიძემ.