სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს.

მათი თქმით, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. მათივე ცნობით, ინფორმაცია მიეწოდა უკრაინის სპეცსამსახურებსაც.


დღეს გია ვოლსკიმ განცხადა, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა „საკამოდ სარწმუნო წყაროდან“ მიიღეს ინფორმაცია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული“ და ეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურს მიაწოდა.