საქსტატის ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.1 %-ით არის გაზრდილი.
2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (5.4%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.0%).
საქსტატის ცნობით, დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.