ჩამოგითვლით დამატებით 4 ფაქტს ევტუშენკოვის საქმიანობაზე - ხოშტარია

პუბლიკა

დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ რუსი ოლიგარქის  ვლადიმერ ევტუშენკოვის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებას სურს, გააცნოს პარტიის მიერ მოძიებული დამატებითი ინფორმაცია ვლადიმერ ევტუშნეკოვის შესახებ.

„დაბნეული წევრებისგან „ქართული ოცნების“ ვისმენთ, თითქოს ევტუშენკოვი არის მხოლოდ რუსი ბიზნესმენი. მინდა, ჩამოვთვალო 4 ფაქტი ევტუშენკოვის საქმიანობასთან დაკავშირებით.

  • პირველ რიგში, ვლადიმერ ევტუშენკოვი პუტინის აბსოლუტურად ყველა სამხედრო ოპერაციისა და დანაშაულების მონაწილეა – სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას და იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა და მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში კარგად მოსაწყობად.
  • მეორე, მის მმართველობაშია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობისა და აღჭურვილობების კომპანია (RTI).
  • ევტუშენკოვი არის რუსეთის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბიზნესპარტნიორი. იგი შოიგუს შვილის მეშვეობით, მართავს კომპანიას, რომელშიც 1,5 მილიარდ რუბლზე მეტი ჩადო, მოგვიანებით კი თავად გახდა ამ კომპანიის მმართველი (Sistema SmartTech).
  • ევტუშენკოვის კიდევ ერთი კომპანია Kronshtadt აწარმოებს Orion-ის დრონებს, რომლებიც ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს გამოიყენება ხალხის დასახოცად. დასავლურ მედიაში მოიპოვება ფოტო, რომელზეც ევტუშენკოვი და შოიგუ ერთად ათვალიერებენ ახალ, მოდერნიზებულ სამხედრო დრონებს, “- განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.

ელენე ხოშტარუას თქმთ, ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილს და წარმოადგენს მისი სანქცირების კიდევ ერთ საფუძველს.