ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ხანძარი ლიკვიდირებულია.
მედიასთან ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. ბინაში კი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.