„ერთად ევროპისკენ“ – თბილისში 5 ივნისს აქცია გაიმართება

პუბლიკა

„ერთად ევროპისკენ“ – ამ სახელწოდებით თბილისში 5 ივნისს, მოქალაქეების ორგანიზებით აქცია გაიმართება.

დღეს რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა სფეროს წარმომომადგენლები შეიკრიბნენ და სწორედ ამ აქციის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, კიდევ ერთხელ სურთ, დააფიქსირონ პოზიცია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.

მათივე თქმით, ისინი აქციაზე სიმბოლურად მოაწერენ ხელს ევროკავშირის დროშას და ბრიუსელში გაგზავნიან.

„უნდა შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელის მოწერით ვადასტურებთ. ჩვენი,  მოქალქეთა თავისუფალი და მტკიცე ნების სიმბოლიკით, ხელმოწერით სავსე ეს დროშა ბრიუსელში გაიზავნება.

კვირას 5 ივნისს,  საღამოს 7 საათზე, აქვე რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით. ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს. ვიწვევთ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით”, – ამბობენ ისინი.