ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

პუბლიკა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.

თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში პარლამენტის 80-მა წევრმა დაუჭერა მხარი.

9 დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა 24 მაისს წარადგინა.