უკრაინული დღეები

ბექა ქურხული

10 მაისი, სამშაბათი, 2022 წელი

მხოლოდ მაღალმა ღმერთმა, ზურა ვარდიაშვილმა დაპუბლიკამიცის და კიდევ თეონა დოლენჯაშვილმა, რამდენი დრო, ენერგია და ძალისხმევა დამჭირდა, რომ უკრაინაში ჩავსულიყავი. რუსეთმა ეს კოშმარული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და უკვე მარტის პირველი რიცხვებიდან დავიწყე მზადება უკრაინაში წასასვლელად. 

ამ ორ თვეში მოვასწარი, მოვიმდურე და ვეჩხუბე საკუთარ გამომცემლებს, სამწუხაროდ, მომიწია ხალხის შეწუხება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სრულიად ბანალურ პასუხებს ვიღებდი, რომლებიც ტექნიკურად თავიდან მოშორებას ნიშნავდა: – „კაი რა გინდა იქ, ვერ ხედავ რა ხდება?..“; „ცოლშვილს ვის უტოვებ?..“; „აქაც შემოვლენ ნუ ჩქარობ…“; „რით ვერ დაბერდი?..“ და ასე შემდეგ

ყველაფერი გასაგები იყო, ამიტომ, ალალად თუ ვიტყვი, გვარიანად მომბეზრდა საქმის გაკეთების ნაცვლად ამბრძნულიიდიოტობების მოსმენა და ასი წელი არავის გავეკარებოდი, უბრალოდ რუსეთუკრაინის ომს და ამხელა მასშტაბის კონფლიქტს სხვაგვარი ორგანიზება და დაფინანსება სჭირდებოდა. ეს ხომ ჩვენი აფხაზეთი, ცხინვალი ან თუნდაც ჩრდილოეთ კავკასია არ იყო, სადაც თუ გაჭირდებოდა ავტომატს გადაიკიდებდი და ცხენით ან სულაც ფეხით გადახვიდოდი

რაღაცნაირად გამიტყდა ხელის ჩაქნევა და უკან დახევა, მით უმეტეს იმ საშინელების ფონზე, რასაც უკრაინელი ხალხი, მათი სამხედროები თუ მშვიდობიანი მოსახლეობა უძლებდა და უძლებს. სამაგიეროდ, მე ვერ ვუძლებდი, ვერ ვუყურებდი და ვრთავდი იმ არხს სადაც ჩახოცილ ბავშვებს, ქალებს და სამოქალაქო პირებს აჩვენებდნენ და მივხვდი, საკუთარი თავის პატივისცემა დამეკარგებოდა, თუ ამ მარცხს შევეგუებოდი და ყველაფერს არ გავაკეთებდი, შესაძლებელსაც თუ შეუძლებელსაც, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული იმპერიალიზმისა და ნაციზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს თუ არ გადავდგამდი.

ახლაც, როდესაც კრაკოვის თვითმფრინავში ამ სტრიქონებს ვწერ, არც კი ვიცი საბოლოოდ რა გამოვა, ამ ჩემი გიჟური ავანტიურისაგან, როდესაც მე და ჩემი უფროსი ძმაკაცი გოგა ჭყონია (სწორედ ისთვალდაკარგული ყივჩაღისერთერთი მთავარი გმირი და აფხაზეთისა და უკრაინის ომების ვეტერანი), ფაქტობრივად უფულოდ, აკრედიტაციის გარეშე (ვერ მოგვისწრო), ასე ხულიგნურად, თბილისურად ჯიბეში ხელებჩაწყობილებმა გამოვწიეთ დე ფაქტო მესამე მსოფლიო ომში, ჩვენი მოძმე უკრაინის მიწაზე

ომი რა საშინელებაა, იმათზე უკეთ არავინ იცის, ვინც ნაომარია, ან თუნდაც შესწრებია რეალურ საბრძოლო მოქმედებებს. თუმცა ხშირად არანაკლები საშინელებაა, ამ ფსევდოპაციფისტი ეგოცენტრიკების ღაღადისი, რომლებიც რეალურად არა სხვის სიცოცხლეს, არამედ საკუთარ ბითურულ არსებობას და კომფორტს დაჰკანკალებენთითქოს ამ ჯოჯოხეთის კუპრიდან ამოხეთქილ რუსულ ორდას თუ უხმოდ და ხელგაუნძრევლად შეეჭმევინები, ამით, ან მისი პირუტყვული მადა დაცხრება, ან გული აუჩუყდება, ან სინდისი შეაწუხებს, ან შეეცოდები და შეგიწყალებს

ღირსებას და თავმოყვარეობას რომ თავი დავანებოთ, სამასხარაო და დასაცინ სიტყვებად რომ უქცევიათ ამ ნაირნაირი დაჯგუფების დახლიდარ პოლიტიკოსებს, მათივე საყვარელირეალპოლიტიკისთვალსაზრისითაც კი, 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულმა ომმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ კრემლის ბოროტების იმპერია თუ არ დაემხო, მთელს მსოფლიოს ისე შეისრუტავს და შთანთქავს, თვალსაც არ დაახამხამებს. ამიტომ მეჩვენება აბსურდად და სისულელედ ეს ფრაზა: – „რუსეთს ნუ გავაღიზიანებთ…“. ბიჭო და თვითონ შემომივარდა ეს ბოზიშვილი, ხალხი ამომიწყვიტა, საუკუნეების სალოცავები, სოფლები გამინადგურა, მიწასთან გამისწორა და კიდე მე ვაღიზიანებ ტოო?… მე რით ვაღიზიანებ, მურმანსკში შევუვარდი ვორკუტაში თუ სტავროპოლში?… რო მაჩუქონ არ მინდა, ჩემს სახლში დამაყენონ

სერიოზულად კი, ასეთი შანსი არც საქართველოს და შეიძლება არც მთელს მსოფლიოს აღარც ჰქონდეს, ამ მონსტრისგან თავის დაღწევისა, თუმცა აუცილებელია ბრძოლა. დიდი, ნამდვილი, სისხლისმღვრელი და უკომპრომისო ბრძოლა. არც მისი გაფარჩაკებული არმიის სამარცხვინო წაგებამ არ უნდა მოგვატყუოსრუსეთს აქვს უნიკალური თვისება, საკუთარი ამოუწურავი ადამიანური რესურსების საშუალებით, რომლებიც ოდნავადაც არ ენანება (ბაბი ნოვიხ ნარაჟაიუტ), ისე მოიგოს ომები, რომ რეალურად ვერცერთ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვოს. ელემენტარულად ყოველთვის მოაგროვებს 10-15 მილიონ უპატრონო ბომჟს და ბოსიაკს, რომლის მომკითხველიც არავინ არის და მოუშვებს საქართველოზე, უკრაინაზე, ბალტიისპირეთზე, ჩრდილოეთ კავკასიაზე. ასე იყო აფხაზეთში, ცხინვალში, მოლდოვაში, ჩეჩნეთინგუშეთში. ბრძოლას და მსხვერპლს რომ თავი დავანებოთ, ცხონებული ბატონი აკაკი ბაქრაძისა არ იყოს, ამ რაოდენობის მუტანტად ქცეული რუსი, უბრალოდ ტყვედ რომ ჩაგვბრადეს, რას ვიზამთ?… სად წავიყვანთ?…

ამიტომ ჩემთვის სრულიად ცხადია პასუხი კითხვებზესად მიდიხარ?..” დააუ ოჯახი გყავს!..“ დააუ რამე რომ მოგივიდეს…”. აი, ზუსტად იქ მივდივარ სადაც საჭიროა, სწორედ იმიტომ, რომ ოჯახი მყავს და იმისთვის რომ, არაფერი მომივიდეს ისეთი, რასაც სირცხვილი, ეგოიზმი, ლაჩრობა და ღალატი ჰქვია. პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატი და მერე თავის მართლება, რომ ამიტომ და იმიტომ და მე ამასთან არა და მე იმასთან ვერა დასიმართლე კი სულ სხვა რამ გახლავთ, ბრძოლას და (აქ მხოლოდ იარაღით ბრძოლას არ ვგულისხმობ) და ერთიერთზე ჩხუბს სულ სხვა ტრაკი სჭირდება, ბატონებო, და თუ ეს ერთი ადგილი, ან პაპა ესტატეს კატისა არ იყოს, უნარი არა გაქვთ, ტყუილად ნუღარ ბრძნობთ მაინც

საქართველოს ისტორიის განმავლობაში ქართველი სამხედროები, მოხალისეები, თუ უბრალო მოთარეშე ავანტიურისტები, უამრავჯერ ჩარეულან არა მარტო უახლოესი სამეზობლოს ბრძოლებში, არამედ საკმაოდ შორეულ ქალაქებსაც მისდგომიან, ყანდაჰარიდან ვარშავამდე თუ ქაიროდან მოსკოვამდე, მაგრამ ისტორიის განმავლობაში ალბათ არასოდეს ყოფილა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი, ასე პირდაპირ გადაჯაჭვული, საქართველოს ბედთან, მის თავისუფლებასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ამას უკვე საერთო მტერიც აღარ ჰქვია. ეს საერთო ფრონტი და საერთო ომი გახლავთ, სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისათვის. რუსეთმა რომლისგანაც, ყოველთვის ყველანაირ სისასტიკეს და სისულელეს ველოდით, უკრაინაზე, ასე, სრულიად უმიზეზო გამოუცხადებელი და ვერაგული თავდასხმით საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. შუაგულ ევროპაში, თავისსავე მონათესავე რუსულენოვან ქალაქებში: – ხარკოვში, მარიუპოლში, სევეროდონეცკში, ხერსონში თუ ლუგანსკში მარცხი მარცხზე განიცადა და ამ მარცხის საკომპესაციოდ ისეთი სასტიკი, მასიური და საშინელი დანაშაულები ჩაიდინა მთელი სამყაროს წინაშე, რომ ახლა ამ ომს მხოლოდ ერთი ანალოგი თუ მოეძებნება: – გაერთიანებული მსოფლიოს ბრძოლა ნაცისტური გერმანიისა და მის პარანოიკი ფიურერის წინააღმდეგ, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკად და სასაკლაოდ აქცია მთელი ევროპა და ახალი ნიურნბერგის პროცესი

დღეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან რაშიზმს და პუტინს ელის დამარცხება და სასამართლო პროცესი, ან მთელს მსოფლიოს ელის საშინელი აპოკალიფსური განსაცდელი, ხოლო კაცობრიობას კისრული ფიასკო

პოლონეთიკრაკოვი

13:35

პოლონეთში 2017 წლის ზაფხულშიც ვარ ნამყოფი, ქალაქ ვროცლავში. ჩეხეთში, ბრნოს ლიტერატურულმა ფესტივალმა – „ავტორთა კითხვის თვემქართველ ავტორებს უმასპინძლა და ფანტასტიური ტურნე გამოვიდა, ჩეხეთი ბრნოოსტრავა, პოლონეთივროცლავისლოვაკეთი კოშიცე და უკრაინალვოვი!.. მაშინ ხომ კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ მთელი უკრაინა და მათ შორის ლვოვიც დაიბომბებოდა და გაჩნდებოდა ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენების საფრთხე….

ადამიანები ხშირად ვერ ვგრძნობთ როგორი ბედნიერები ვართ და ამ ბედნიერებას, მხოლოდ წარსულს და მოგონებებს ვუტოვებთ. 

კრაკოვი თავიდან ფანტასტიურად დაგვხვდა. გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ გაგვეკვლია გზა და როგორც თბილისელი მაწანწალების წესია, ისე გავუყევით კრაკოვის აეროპორტიდან, კრაკოვის ცენტრისკენ მიმავალ გზას. თან ძველებურად ხელის გაქნევდით ვცდილობდით ტაქსის გაჩერებას, იმ დროს როცა მთელი კრაკოვი, პოლონეთი და ევროპა ინტერნეტ მომსახურებაზეა გადასული. ბოლოს, ვიღაც ყოჩაღმა ტატუებით მოხატულმა ჯიგარმა წაგვიჩერა. მიხაილი მქვია, საქართველოში ავტოსტოპითა ვარ ნამოგზაურები და ეგრევე გიცანით ქართველები როგორც აჩერებთ მანქანებსოძალიან სწრაფად მიგვაქროლა, კრაკოვის რკინიგზის სადგურთან, ლვოვის მატარებლის ბილეთი ასაღებად. გზაში სულჩაჩა“ „კახეთია“ „ვინო“ „გერგეთი“ „ყაზბეგიდაპუტინ ფაქიძახა. მეტიც რკინიგზის სადგურშიც შემოგვყვამე გაყიდინებთ ლვოვის მატარებელზე ბილეთებსო და დაგაკვალიანებთო. მოკლედ თან გადაგვყვა

და აი მანდ დაიწყო: ლვოვამდე ბილეთები აღარ იყო და ჩემი, მიხაილოს და ჭყონიას თავანკარა ინგლისურის წყალობით, კინაღამ ბუდაპეშტში ამოვყავით თავიკიდევ კარგი დროზე მოვედით აზრზე. პრშემიშლის ბილეთები ვიყიდეთარის ასეთი ქალაქი, ზედ პოლონეთუკრაინის საზღვარზე, ლვოვიდან 95 კილომეტრში. ეგ კიდევ არაფერიგოგამ ზედ წამოსვლის წინ ნაყიდი, ძალიან საკაიფო ხელის კამერა თვალსა და ხელშუა დაკარგა. ნებისმიერი შულერი ათი წუთი ტაშს დაუკრავდა, ნივთების დაკარგვაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ არსებობდეს. ვსხედვართ ახლა კრაკოვიპშმიშელის თუ რაღაც პრშიშმელის მატარებელში მე და ცხვირჩამოშვებული ჭყონია და ამაოდ ვცდილობ, როგორმე ვანუგეშო და გავახალისო

კრაკოვიპრშემიშელის მატარებელი 17:13 – 20:21… ახლა აქაური დროით 18:06-ია და არც ის ვიცით, ასე გვიან ვიშოვით თუ არა რაიმე ტრანსპორტს, თან ამ გადაძაბულ სიტუაციაში. (მთელი კრაკოვი სავსეა შეიარაღებული პოლიციელების პატრულებით) საზღვარზე როგორ გადავალთ, თან ვიმეორებ აკრედიტაციის გარეშე, ან წინ რა გველის

და წინ გველოდა პშრმიშელი! მატარებლის ვაგონში უმეტესად ლტოლვილი ქალები იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებით. ძირითადად უკრაინის შიდა რაიონებიდან, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა და ხშირი იყო საჰაერო თავდასხმები და დაბომბვები. ერთმანეთში თათბირობდნენ, როგორ გადაეკვეთათ პოლონეთუკრაინის საზღვარი, როგორ დაბრუნებულიყვნენ ამ უტრანსპორტობაში საკუთარ სახლებამდეთან ბავშვების დაპურებას, მათ მოვლაპატრონობას და მოფერებასაც ასწრებდნენ და ახერხებდნენ. ერთერთმა მათგანმა ოდესელმა ქალბატონმა, ორი გადასარევი გოგონათი და უამრავ ბარგაკიდებულმა გვითხრა, აზოვის და შავი ზღვის სანაპიროებიდან დაბომბვას აღარ გვაკმარებენ და კასპიის ზღვიდან გვბომბავენისკანდერებითო“.

ძალიან დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ყველანაირი სტეროტიპი ერთნაირი იდიოტობაა – 90-იანელებზე, ქართველებზე, კავკასიელებზე, ევროპელებზე, ქრისტიანობაზე ისლამზე, თუ ნებისმიერ მსოფლმხედველობაზე, რელიგიაზე და მოვლენაზეაი, სწორედ ასეთი სტერეოტიპია უკრაინელ და სლავ ქალებზე რომუკრაინელი ნაშები და უკრაინა ხო იცი და უკრაინელი ქალები ხო იციიცი არა ისა, კიდე რასრული ბითურობაა ეგა და სინამდვილეში თუ რამემ მომხიბლა, მათმა საოცარმა სულიერმა სიმტკიცემ, გაწონასწორებულობამ და სიმამაცემ, როდესაც ამ გაგანია ომში, როდესაც კაცებიც კი ვიძაბებით და გვიჭირს წონასწორობის შენარჩუნება, ყოველგვარი პანიკის და ისტერიკის გარეშე, თუმცა უდიდესი ტკივილით და დარდით აგვარებდნენ პრობლემებს და ართმევდნენ თავს ათას საჭირბოროტო საქმეს თუ ყოფით საკითხებსდა უკაცრავად და თუ ამავე დროს ლამაზები და სექსუალურებიც არიან სულაც არ არის ეს მათიბრალი“. 

პრშმიშელში რომ ჩამოვედით, უკვე კარგად გვარიანად ბნელოდა და არანაირი ტრანსპორტი აღარ ჩანდა. ერთადერთი ტაქსები მორიგეობდნენ. დაველაპარაკეთ, რა ფულს აღარ შევპირდით, რომ თუ ლვოვამდე არა საზღვარზე მაინც გადავეყვანეთ, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: – უკრაინაში ვერ გადმოვალ, იქ ომია შარის თავის არა მაქვს, თუ გინდათ ზედ საზღვრამდე მიგიყვანთი. მეტი რა გზა გვქონდა დავთანხმდით.

საზღვართან, ანუ როგორც პოლონელები და უკრაინელები ამბობენკორდონთანსაკმაოდ მოზრდილი ლტოლვილთა ბანაკი იყო განლაგებული. გადავწყვიტეთ ფეხით გადაგველახა საზღვარი.

ვღელავდი. წამოსვლის წინ რატი მუჯირმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაატარა უკრაინაშიმითხრა რომ ბლოკპოსტებზე და მით უმეტეს საზღვარზე ომის მდგომარეობაში ქვეყნის შესაფერისი სიმკაცრეა და აკრედიტაციის არქონის ან დოკუმენტებთან ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეიძლება სულ ცოტა საზღვრიდან გამოგაბრუნონ, ან იქნება დაგაკავონ კიდეცო.

სიმართლე გითხრათ, დაკავებაც დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ ამდენი წვალებისა და დავიდარაბის მერე, პირდაპირ საზღვრიდან ასე ბითურულად გამობუნძულებას, დაკავება კი არა დახვრეტა მერჩივნა. საზღვრის საკონტროლო პუნქტზე როგორც შესასვლელშიისე გასასვლელში, სულ ქალები ისხდნენ და სწორედ ქალური შეუვალობით, სერიოზულობითა და სიმტკიცით აკონტროლებდნენ და იცავდნენ ამ ომიანობის დროს, საკუთარი სამშობლოს საზღვრებს. ყველა არა, მაგრამ ერთი ძალიან ლამაზი იყო და, რა თქმა უნდა, გრძნობდა კიდევაც, იცოდა, რომ ძალიან ლამაზი იყო. იგრძნობოდა ეგეც

ზდეს დვა გრუზინა ნაჰრიანული, ჰავარიატ დობროვოლცი დო ნას ჰოწიატ“ – დარეკა, სწორედ იმ ყველაზე ლამაზმა. მობილურში ისევ ქალს ხმა გაისმადვიღაი იხ დალშე…“ და სანამ მე დაძაბული და შეშფოთებული სიფათით ვცდილობდი მიხვედრას, რას ამბობდნენ, ჩემმა ულამაზესმა უკრაინელმა მესაზღვრემ შტამპი ჩამირტყა: – „კოღდა ვერტაიწეს ნაზად?..“ „ჩერეზ მესეც, 11 იუნია“ – ბეჯითი შკოლნიკივით გულმოდგინედ ვუპასუხე გახარებულმა… „გმადლობთ, კარგად იყავი…“. გადავედი ქართულზე… „ნემაზაშჩოიდიტე უჟე…“

საერთოდ უკრაინაში სჯობს ქართულად, ინგლისურად, ლიტვურად ან სულაც ფრანგულად დაილაპარაკო, ოღონდ არა რუსულად. საერთოდ ნებისმიერ ენაზე. რუსულის გაგონებაზე ეგრევე მოღუშულები და თავქუდმოგლეჯილები გარბიან

ასე გადმოვედით პოლონეთუკრაინის საზღვარზე ფეხით. საქართველოდან დილის 5 საათზე გადმოსულებმა, როგორც იქნა, ღამის 10 საათზე უკრაინაში შემოვაღწიეთ. მაგრამ საზღვრიდან ლვოვამდე კიდევ 80 კილომეტრი იყო დარჩენილი და მაგ დროისთვის არანაირი ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა. პირველი ტაქსი ან მარშუტკა მხოლოდ დილის 8 საათიდან იქნებაო, ამიტომ გადავწყვიტეთ შემხვედრი მანქანა გაგვეჩერებინა

დიდხანს ვიდექით უკრაინულ მრუმე, კუნაპეტ ღამეში და გამვლელ მანქანებს ვაჩერებდით გოგა და მე… თან ძალიან ვხალისობდით. რაც მთავარი იყო, უკრაინაში შემოვაღწიეთ და აწი უკვე აღარაფერი გვიჭირდა. 

მახსოვს ბოლოს ასეთი ეიფორია, რუსეთსაქართველოს აფხაზეთის ომის შემდეგ მქონდა, როდესაც 1999 წლის ოქტომბერში გალელ პარტიზანებთან – „ტყის ძმებთანერთად, ხურჩანაბაკევის გადასასვლელით პირველად გადავედი აფხაზეთში, ცხონებულ გიორგი როსტობაიას ჯგუფს შევყევით. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვიყავი ასე გადასული გალშიც და კოდორის ხეობაშიცგულრიფშის რაიონში, (სწორედ ამ ამ ამბებზეა ჩემი მოთხრობამკვლელიც“) – მაგრამ პირველი გადასვლა, რაღაც სიმბოლური დაბრუნება სულ სხვა შეგრძნება იყო.

ზუსტად ასევე ახალგაზრდულად ავარდნილები და მოხასიათებულები ვიყავით ჩვენც, იმის მიუხედავად, რომ მანქანები არ გვიჩერებდნენ, ფანტასტიურ ხასიათზე დავდექით და აქეთ ვამხნევებდით ქუჩაში დარჩენილ ადგილობრივ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენსავით ცდილობდნენ, ვინმეს დამგზავრებოდნენ…. „გრუზინი და?..“ თითქოს სხვანაირი იმედით გვეკითხებოდნენ!… „კი ქართველები ვართ!..“ – რაღაცნაირი ბიჭური სიამაყით ვპასუხობდი პირდაპირ ქართულად და თარგმნაც აღარ სჭირდებოდა. თან ჩუმჩუმად მეცინებოდა საკუთარ აცეტებულ თავზე – 1999 წელს ოქტომბერში გაცილებით ახალგაზრდა ვიყავი და ახლა, 2022 წლის 10 მაისი იდგა და მეც ჩემი 47 წლით

ბოლოს ერთმა მოხუცმა, ჭაღარა თმაწვერიანმა უკრაინელმა გაგვიჩერა ფურგონიმერსედესი“. რძის პროდუქტები მოჰქონდა ლვოვში, რაღაცნაირად მოახერხა და გოგა, მე, ერთი მოხეული უკრაინელი ჯეელი და უკრაინელი გოგონა ჩვენი ბარგიბარხანით ჩაგვტენა ამ თავის ხაჭოარაჟანში (მართლა ეგრე იყო ღადაობებს და ანალოგებს არ ვართ) და დავიძარით ლვოვისკენ.

ლვოვში პირდაპირ კომენდანტის საათის დროს მოგვიწია შესვლა, რომელიც 11 საათზე იწყება. ბეტონის ფილებით და ქვიშით სავსე ტომრებით გაწყობილ ბლოკპოსტებზე არმია, პოლიციის პატრული დატერაბარონის“ (ტერიტორიალნაია აბარონა) ხალხი იდგა! … საფუძვლიანად და გულდასმით გაგვჩხრიკეს – „გიჟები ხართ?.. ამ შუაღამისას აქ საიდან მოეხეტეთო?..“ ჩვენც ავუხენით ჯარისკაცის მამასავით: – „ია ს სამალიოტამ იეხალ დო კრაკოვა, პატომ პოეზდამ იეხალ დო პრშემიშელ, (ვგიჟდები ამ დასახლებაზე) პატომ პეშკომ იეხალ, პატომ მაშინა იეხალ)…“. 

ვიდექით ერთად, ვიდრე საბუთებს ამოწმებდნენ, ვეწეოდით ისე უცნაურად დაახლოებულები, როგორც მხოლოდ მამაკაცები შეიძლება იყვნენ, რომლებიც ერთ შარში არიან და როდესაც დამკავებლები, დაკავებულებს დოკუმენტებს უმოწმებენ, მათ შორის კი უმოკლესი გზაა სააქაოდან საიქიომდე, სახელად – „კალაშნიკოვისავტომატი და თან ერთად ეწევიანმე ისევ ვიხსენებდი 2017 წლის ლვოვს, ლიტერატურულ ფესტივალსლამაზს, თავისუფალს, ცოცხალსდა ეს მოგონებები კიდევ რამდენჯერმე შემახსენებს თავსვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა, მსოფლიოს იოღნდსტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი ომის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. 

შეგვამოწმეს და გულდასმით გაგვჩხრიკეს და გაგვატარესთავიდანვე მომეჩვენა რომ ქართულ პასპორტს განსაკუთრებული ნდობით ეკიდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში თავისებს უფრო გულდასმით ამოწმებდნენრაღაცებს ეკითხებოდნენ ცოტა წამღერებული კარპატული უკრაინულით, საიდანაც ძალიან ცოტა რამ მესმოდა….

თუმცა უსიამოვნება მაინც მომივიდა. ლვოვის რკინიგზის სადგურამდე მივაღწიეთ და ვოლონტიორებთან მივედით: იქნება ტაქსის გამოძახებაში დაგვეხმაროთ, კომენდანტის საათია და ვაგზლის მოედნიდანაც ვეღარ გავდივართმეთქი. ცოცხალი თავით რუსულად არ დაგველაპარაკნენ, თქვენ თვითონ გამოიძახეთ და საერთოდ სულ კარგად იყავითო

ბიჭომეთქი ქართველები ვართ, რუსი შენზე მეტად ჩვენ გვეჯავრება, შენზე მეტი ნაომარიცა გვაქვს და ნაჩხუბარიც, მაგრამ უკრაინული არ მესმის და თბილისში უკრაინელს ჯინაზე რომ არ დაველაპარაკო რუსულად და ქართულად ვუპასუხო, რა ჩემს ფეხებს გაიგებს და მოგეწონება მეთქი?.. მერე ხალხიც გამოგვესარჩლა და მეც იმდენი ვიხიპიშე, ჩემი მთარგმნელის და მასპინძლის ნატალია ტროხიმის სახლში თავისივე მანქანით მივაყვანინე თავი და უკვე შუაღამე იყო, როდესაც ნატალიას შვილი და რძალი, მიხასი და ულიანა ფეხზე წამოვყარეთ. საწყლები სულ ახალი ჩაძინებულები იყვნენ.

გაგრძელება იქნება