ოზურგეთში ქალის დაჭრისთვის დაკავებულ კაცს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში, ბრალდებულმა მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულის მიმართ დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.