„უკრაინული ძალები ხარკივის რეგიონის სტრატეგიულ ქალაქ იზიუმში შევიდნენ. დაუჯერებელია”, – ამის შესახებ რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო twitter-ზე წერს.
დღის განმავლობაში ვრცელდება ასევე ვიდეოები, სადაც უკრაინული მედესანტეები აცხადებენ, რომ იზიუმში შევიდნენ.
„ჩვენ უკვე იზიუმში ვართ. მედესანტეები თავდაჯერებულად აგრძელებენ წინსვლას, ათავისუფლებენ ხარკივის რეგიონს რაშისტებისგან! ჩვენ არ ვჩერდებით“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ვიდეოში.
გონჩარენკოს ინფორმაციითვე, ურაინელმა სამხედროებმა ასევე გაათავისუფლეს ქალაქი ლიმანი, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს.
როგორც მოგვიანებით ლიმანის მერმა განაცხადა, ქალაქის გარეუბანში ბრძოლა გრძელდება.
„რუსი სამხედროები კვლავ წინააღმდეგობას წევენ. ჩვენ ჯერ არ გვაქვს დროშა. ცოტა უნდა დაველოდოთ”, – თქვა მან.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკივის ოლქში უკრაინელებმა დაიბრუნეს ქალაქი კუპიანსკი.
I can’t believe my eyes.
Izium retaken, Lyman retaken (Svyatohirsk likely too)
The Russian front sector in the northeast is collapsing by hours. pic.twitter.com/YTuIwezy3i— Illia Ponomarenko ?? (@IAPonomarenko) September 10, 2022