უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის ოლქის ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლეს - ხარკივის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი

პუბლიკა

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა იუწყება.

„კუპიანსკი უკრაინაა, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – წერს ის.

კრუპიანსკი ხარკივის ოლქის აღმოსავლეთით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის წუხანდელი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს ხარკივის რეგიონში 30-მდე დასახლებულ პუნქტზე.