ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება - შსს

პუბლიკა

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ანასეულის გზაზე მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.