კორონავირუსი – როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე?

ვასკა მათითაიშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, პირბადის სწორად მოხმარების ინსტრუქციას ავრცელებს.

 

როდის გამოვიყენოთ ნიღაბი

 

ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით (2019 n-Cov) დაინფიცირებულ პირს.

იმ შემთხვევაში, თუ გახველებთ ან გაცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი.

ნიღბის ტარება ეფექტიანია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტისშემცველი ხსნარით ან წყლით და საპნით.

 

როგორ უნდა გაიკეთოთ, მოიხმაროთ, მოიხსნათ და გადააგდოთ ნიღაბი

 

ნიღბის გაკეთებამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით

ნიღაბი უნდა ფარავდეს პირისა და ცხვირის მიდამოს. დარწმუნდით, რომ ნიღაბი მჭიდროდაა მორგებული სახეზე.

მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს; შეხების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით.

დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი ახლით; არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით.

 

ნიღბის მოხსნის წესი

 

მოიხსენით ნიღაბი უკანა თასმის მეშვეობით. (არ შეეხოთ ნიღბის წინა ნაწილს)

მოხსნისთანავე გადააგდეთ დახურულ ნაგვის ურნაში

დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით.