ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას გამორიცხავს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებების შეუძლებლობის შესახებ და შესაბამისი დოკუმენტსაც მოაწერა ხელი.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვეტილება 2022 წელს, 30 სექტემბერს მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა ის დღეს აამოქმედა.

30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ არა ვლადიმერ პუტინთან, არამედ რუსეთის ფედერაციის სხვა პრეზიდენტთან.

მანამდე უკრაინის ლიდერმა არაერთხელ გააფრთხილა კრემლი, რომ უკრაინის  ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში მოლაპარაკება შეუძლებელი გახდებოდა.