ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავებულია

პუბლიკა

სამეგრელოში, სოფელ დარჩელთან წუხელ მომხდარი ავარიის გამო სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.