უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების მეთაური შეცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ პოზიციაზე სერგეი სუროვიკინი დანიშნეს.
სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო.
სუროვიკინი 2017 წელს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის მარტიდან ის სირიაში რუსულ ძალებს ედგა სათავეში. ის მონაწილეობას იღებდა ჩეჩეთის მეორე ომშიც.