ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი. 49 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 ბავშვია.

როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ქალაქის მიმართულებით ღამით და გამთენიისას 12 რაკეტა გაუშვეს. მათივე მტკიცებით, გამოყენებული იყო ტაქტიკური ავიაცია. რაკეტების უმეტესობა მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, დაეხმარონ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოებში.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის არმიას, საცხოვრებელ სახლებზე მიტანილ იერიშის ტერორისტები უწოდა.

„არაადამიანები და ტერორისტები. ყველა, ვინც ეს განკარგულება გასცა და ვინც აღასრულა, პასუხს აგებს, აუცილებლად, კანონის და ხალხის წინაშე“, – წერს ტელეგრამზე ზელენსკი.