რუსეთმა ღამის განმავლობაში ზაპორიჟიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ზაპორიჟიას საქალაქო საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსები.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თორმეტი რაკეტა მოხვდა საზოგადოებრივ ობიექტებს. მათივე ცნობით, არიან დაშავებულები და დაიღუპა ერთი ადამიანი.
გასული დღის განმავლობაში უკრაინაში მასშტაბური ავიაიერიშების მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.
8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა.