ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეიენი წერს.
„ჩვენი გაფართოების პოლიტიკა არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ასევე გეოსტრატეგიული ინვესტიცია.
დღეს ჩვენ გირჩევთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ მეტი ნაბიჯი გადაიდგმება.
მოუთმენლად ველი ჩემს მოგზაურობას დასავლეთ ბალკანეთში ამ თვეში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი ტვიტერზე.
Our Enlargement policy is merit-based and also a geostrategic investment.
Today we recommend that Bosnia and Herzegovina be granted candidate status by the Council on the understanding that more steps are taken.
Looking forward to my trip to the Western Balkans this month.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 12, 2022
გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის საბჭო ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბერში.
მედიის ცნობით, ქვეყანას შესასრულებლად 8 პრიორიტეტი წარედგინა, მათ შორის, მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების დამტკიცება, როგორც პრიორიტეტული საკითხი, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გადამწყვეტი ზომების მიღება კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების ყველა დონეზე ეფექტური კოორდინაციის ხელშეწყობა და თავშესაფრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა.