შოიგუ დასავლელ კოლეგებს ესაუბრა და კიევი „ბინძური ბომბის“ აფეთქების მომზადებაში დაადანაშაულა

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბოლო დღეების განმავლობაში ტეელფონით თურქეთის, საფრანგეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრები შოიგუს ინიციატივით შედგა, რათა უკრაინა დაედანაშაულებინა, თითქოს კიევი პროვოკაციებს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კი დაადასტურა, რომ შოიგუს ინიციატივით საუბარი შედგა, რომელშიც ბრიტანეთის პოზიცია იყო, რომ რუსეთმა მსგავსი ბრალდებები შემდგომი ესკალაციისთვის არ უნდა გამოიყენოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა სულაც მცირე მუხტის მქონე ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს. მასზე მუშაობა დასავლელი კურატორების დახმარებით უკრაინაში უკვე დასკვნით ეტაპზეა და შეიძლება ის სულ მალე პროვოკაციის მოწყობის მიზნით ააფეთქონ უკრაინის ტერიტორიაზე.