თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები ორშაბათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ცნობით, ბაგა-ბაღებში სკოლის მსგავსად 2დან -16 მარტამდე შეწყდება სააღმზრდელო პროცესი.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.