ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილე ავტოავარიაში დაიღუპა - მედია

პუბლიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ძებნილი პოლიტიკოსი კირილ სტრემოუსოვი ავტოავარიაში დაიღუპა.

სტრემოუსოვი, რომელიც ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ავტოავარიაში ხერსონის ოლქში ქალაქ ჰენიჩესკთან მოყვა. მედიაში გავრცელდა კადრები შემთხვევის ადგილიდან, რომელშიც დამტვრეული ავტომობილი ჩანს.

სტრემოუსოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა, სანამ რუსეთის ხელისუფლება ქალაქიდან უკან დახევის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. ჯერჯერობით არ სახელდება ავარიის გამომწვევი მიზეზები.