ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, ხორცი 15%-ით და პური 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თებერვლის თვისა და წლის ინფლაციის მაჩვენებლების შესახებ  გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა.

მათი ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95%-ული პუნქტით აისახა.

საქსტატის მონაცემებით, ფასი მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (25.1%), რძე, ყველი და კვერცხი (19.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1%), თევზეული (10.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7%), ზეთი და ცხიმი (7.4%), პური და პურპროდუქტები (5.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0%).

 ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე: