საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინე აბულაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის facebook-გვერდზე დაწერა.
„მეგობრებო, შემიძლია, გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმისა და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით…“, – წერს აბულაძე.
აღნიშნულ პოსტში განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თავის საქმიანობის დროს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
&;
ირინა აბულაძე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ის 2018 წლის ივლისიდან მიხეილ ბატიაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ განათლების სამინისტროში პირველ მოადგილედ დაინიშნა.