უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა და 837-ზე მეტი დაშავდა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა გრძელდება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.