ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

პუბლიკა

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის გამო ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარეს – ევროპარლამენტი ოფიციალურ პრესრელიზს ავრცელებს.

შესაბამისი რეზოლუცია 494 ხმით 58-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. 44-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე და დარღვევები არის ტერორისტული აქტი და ომის დანაშაული.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, განაგრძოს რუსეთის იზოლაცია და შექმნან სამართლებრივი ბაზა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების განსაზღვრისთვის და შეიყვანონ რუსეთი მათ სიაში.