ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო 60-მდე ქვეყანის მოქალაქეებს მის ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს.
ე.წ საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მათ ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდებათ ავსტრალის, ბელგიის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საქართველოს, დანიის, მონაკოს, შვეიცარის, შვედეთის და ათობით სხვა ქვეყნის მოქალაქეს.
იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება ეზღუდებათ, რუსეთი არ არის.