პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 2 წლის განმავლობაში, ზაფხულში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები და ივნისი-ივლისი-აგვისტო-სექტემბრის დასაწყისიც ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და Black sea arena-ზე.
ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსებდა და ვფიქრობთ დამატებით მოიზიდავს ტურისტებს“, – თქვა მან.