მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა და 1 ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, რის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.

როგორც CNN წერს, მომხდარს პოლიცია იძიებს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, საელჩოში მისულ კონვერტში იყო. პოლიციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია აფეთქება კონვერტის გახსნისას მოხდა თუ დაშავებულს უბრალოდ ხელში ეჭირა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, საელჩოს თანამშრომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ამჯამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. უკრაინამ კი თავის ყველა საელჩოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.