გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

პუბლიკა

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს.

რეზულიციას მმართველი კოალიციის სამ პარტიასთან ერთად, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამაც დაუჭირა.

1930-იან წლებში სტალინის მმართველობის დროს უკრაინელების მასობრივად შიმშილით დახოცვა რეზოლუციაში „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად“ არის  შეფასებული.

„საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იოსებ სტალინის მმართველობისას პასუხისმგებელია ამ დანაშაულზე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

გერმანელი კანონმდებლების მიხედვით, ხალხის შიმშილით სიკვდილი მიზნად ისახავდა რეპრესიებს უკრაინელების ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის წინააღმდეგ.

კიევის ჰოლოდომორის მუზეუმის მიხედვით, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 16 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის არიან: ავსტრალია, ეკვადორი, ესტონეთი, კანადა, კოლუმბია, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ და ვატიკანი.