შსს-ს ცნობით, რაჭაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.