1 166 კგ საკვებად უვარგისი თევზი დავლუქეთ - სეს

პუბლიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კგ საკვებად უვარგისი თევზი დალუქა.

უწყების განცხადებით, გამოავლინეს თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“, რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა.

მათი თქმით, შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1 166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ)”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც უწყება წერს, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.