უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – ინფორმაცია თავდაპირველად „ანტისაოკუპაციო მოძარობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის მიერ დაწყებულ ომში 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.