ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 9 წლის ბავშვი ჩავარდა

პუბლიკა

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა, – ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

9 წლის მოზარდი დაზიანებებით ბათუმის იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე სამედიცინო დაწესებულებაში არ საუბრობენ.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.